Saturday, December 20, 2008

როექტის სახელი: ჩემი სკოლა.

პროექტის მოკლე აღწერა:
ჩემი სკოლის ყოველდღიური ცხოვრება. მოსწავლეებისა და მასწვლებლების ურთიერთობა. სკოლის მომავალი.

პროექტის სრული აღწერა:
ჩვენს სკოლაში სწავლობს 150_მდე მოსწავლე და ასწავლის 30_მდე მასწავლებელი. ჩვენი მიზანია გავიგოთ ამ ადამიანების მისწრაფებები, სკოლასთან დაკავშირებული ოცნებები და როგორ ესახებათ სკოლის მომავალი. ჩვენ ამისათვის მოვაწყობთ გამოკითხვებს, გამოფენებს, დისკუსიებს.

ვადები: დასაწყისი 10 იანვარი. დასასრული 10 მარტი.

მონაწილეთა ასაკი: ჩემს პროექტში მონაწილეობენ მე-10 და მე-11 კლასელები

პროექტის შესაძლო აქტივობები :
1. მოსწავლეები ადგენენ კითხვარებს.
2. მოსწავლეები და მასწავლებლები უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ მოსაზრებებს.
3. აიღებენ ინტერვიუებს.
4. გადაიღებენ სურათებს.

No comments:

Post a Comment